გაეროს განვითარების პროგრამა ოპოზიციის აქტივობას უჭერს მხარს
გაეროს განვითარების პროგრამა ოპოზიციის აქტივობას უჭერს მხარს. საუბარია 29-30 ივნისს ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც პარტია „ახლის“ წევრებმა ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხებზე იმუშავეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად პარტიის წევრმა ანა გოგოლაძემ გაავრცელა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის მიღწევას საზოგადოების ყველა დონეზე. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც. ოპოზიციის ნაწილი ამ ფაქტში პრობლემას ვერ ხედავს. მმართველ გუნდში კი საერთაშორისო ორგანიზაციების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.
