დღეს რიგაში ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება
დღეს რიგაში ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. საქართველოს ნაკრები, ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, პირველ ტურში ტურნირის მასპინძელ ლატვიის გუნდს შეხვდება. მეორე შეხვედრას კი ფილიპინების ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ. ფორმატის თანახმად, სამი გუნდიდან პლეიოფში ორი გავა და ნახევარფინალში მეორე ჯგუფიდან გასულებთან ითამაშებს, სადაც ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო არიან. საქართველოსა და ლატვიის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
