“უეფას” 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ
“უეფას” 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. უწყების ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი უწყვეტი რეჟიმით მუშაობდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი თანამშრომელი კი სტადიონებზე, მობილური ჯგუფის სახით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების დროს მონაწილეობდა ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ხელშეწყობის ოპერაციებში - საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებსა და მათ მიერ ორგანიზებულ მსვლელობებში.
