გაეროს განვითარების პროგრამა ოპოზიციის აქტივობას უჭერს მხარს
საუბარია 29-30 ივნისს ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც პარტია ახალის წევრებმა ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხებზე იმუშავეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად პარტიის წევრმა ანა გოგოლაძემ გაავრცელა. ორგანიზაციაში ქრონიკას უთხრეს, რომ საკითხზე განცხადებას გაავრცელებენ. თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ
