საფრანგეთის არჩევნები
საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ. მარინ ლეპენის პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ” ამომრჩეველთა 34 პროცენტიანი მხარდაჭერა და პირველი ადგილი მოიპოვა. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბლოკს, მესამე ადგილი ხვდა წილად. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.
