საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ იწყება
საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ იწყება. პროექტის მიზანი ფოტოგრაფიითა და ფოტოხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდების ჩართულობაა. კონკურსის მონაწილეებს საერთაშორისო წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარების საშუალება ექნებათ. პროექტის ფარგლებში, მოწვეული სტუმრები მასტერკლასებს ჩაატარებენ.
