გრიგოლ ლილუაშვილის ვიზიტი აშშ-ში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აშშ-ში იმყოფებოდა. ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ლილუაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. ტრადიციული, ყოველწლიური ვიზიტისას , უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა საკითხი განიხილეს. ვიზიტი სუსის ხელმძღვანელმა პარლამენტში სამი კვირის წინ დააანონსა. მაშინ გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ უწყებრივ დონეზე აშშ-თან იდეალური ურთიერთობები და პარტნიორობა გრძელდება და იგეგმება საინტერესო თანამშრომლობის ახალი ეტაპები. ვიზიტი მაისის შუა რიცხვებში უნდა შემდგარიყო, თუმცა განვითარებული მოვლენების გამო, თარიღი შეიცვალა და ივნისის ბოლო კვირას გადმოინაცვლა.
