მადლობა ქართული სასწაულისთვის
ქართველი ფეხბურთელების წარმატებული გამოსვლა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე და მთელი ქვეყნის მადლიერება ბიჭების მიმართ. მართალია ჩვენი ნაკრებისთვის ევრო 2024-ის მერვედფინალი ტურნირზე ბოლო მატჩი აღმოჩნდა, მაგრამ გუნდი ჩემპიონატის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ფეხბურთელების თავდადებული თამაშისთვის გულშემატკივრებს, საფეხბურთო საზოგადოებას და სახელმწიფოს პირველ პირებს, სათქმელი ერთი აქვთ - მადლობა ქართული სასწაულისთვის.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
