საქართველო მსოფლიო მედიაში
“ტურნირი, რომლითაც უნდა იამაყოთ”. “ზღაპრული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა”. “ტურნირი, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება”. ასე ეხმიანება მსოფლიო მედია საქართველოს თამაშს ევრო 2024-ზე. გავლენიანი პოლიტიკური თუ სპორტული გამოცემები აღნიშნავენ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილი შოუ დადგა და ლაღი ფეხბურთით გულშემატკივართა გულები დაიპყრო. მსოფლიო საფეხბურთო სამყარო ჯვაროსნებს უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე ელის.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
