ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღე რჩება
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამომრჩეველს მოუწოდებს რომ ხმა ცვლილებას მისცენ. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, "ლეიბორისტი" კირ სტარმერი ბრიტანეთის ახალ პრემიერ მინისტრად სახელდება. რეიტინგების თანახმად, არჩევნებში სწორედ "ლეიბორისტული პარტიის" გამარჯვებას პროგნოზირებენ. მათ აქვთ შანსი, რომ "კონსერვატიული პარტია" შეცვალონ, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას 14 წელია მართავს.
