შეეხება თუ არა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო იმუნიტეტი, მის წინააღმდეგ აღძრულ ყველაზე სერიოზულ საქმეზე?
შეეხება თუ არა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო იმუნიტეტი, მის წინააღმდეგ აღძრულ ყველაზე სერიოზულ საქმეზე? - ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო დღეს გამოიტანს. კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის ფედერალურ საქმეზე, რომლის თანახმადაც, ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლა სცადა, რასაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოჰყვა. თავად დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ პრეზიდენტის იმუნიტეტის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი არ უნდა ჩატარდეს.
