თორმეტ საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შორის კულინარიული კონკურსი გაიმართა
კულინარიული კონკურსი გაიმართა თორმეტ საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შორის. კონკურსის მიზანია, პროფესიული განათლებისა და კულინარიის, როგორც პროფესიის პოპულარიზება, ასევე, უნარებისა და კომპეტენციის მაღალი სტანდარტის განვითარების ხელშეწყობა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.