2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%- ია
2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%- ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით. ასევე საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფაქტები თავის თავზე მეტყველებს - საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის. თემაზე კეთდება შეფასებები.
