ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან
ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიის ზონაში რიგი დასახლებებიდან, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ძიანსის პროვინციაში წყალდიდობამ სასოფლო-სამეურნეო მიწებიც დააზიანა. ჩინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, რეგიონში ავდარი, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. რამაც რიგ ადგილებში შესაძლოა წყალდიდობა და მეწყერიც გამოიწვიოს.
