ევროპაში შტორმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ევროპაში შტორმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. სტიქიას საფრანგეთში, შვეიცარიასა და იტალიაში ებრძვიან. ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო შვეიცარიის სამხრეთ ნაწილში, ვალაისის მიმდებარედ, რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საფრანგეთის ჩრდილოეთში კი ძლიერი შტორმის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიის გამო რეგიონში რამდენიმე დასახლება სასმელი წყლის გარეშეა დარჩნენილი.
