არგენტინაში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
არგენტინაში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრელმსადენი გაზი გამოიყენეს. არეულობის დროს რამდენიმე ადამინი დაშავდა. კორიენტესის პროვინციაში გამართული აქციის მონაწილეები , 5 წლის ბავშვის გაუჩინარების საქმეზე, მცირეწლოვნის დეიდას ადანაშაულებენ, პოლიციას საქმის არასათანადოდ გამოძიებას ედავებიან და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
