უკრაინაში, სარაკეტო თავდასხმა ამჯერად ხარკოვზე განხორციელდა
უკრაინაში, სარაკეტო თავდასხმა ამჯერად ხარკოვზე განხორციელდა. ოკუპანტთა სამიზნე ფოსტის შენობა გახდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის 8 თვის ბავშვიცაა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც, სადაც საჰაერო ძალების მიერ განეიტრალებული რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. დაშავდა 6 ადამიანი.
