საფრანგეთის არჩევნები
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მემარჯვენეების გამარჯვებით დასრულდა. მარინ ლე პენის „ეროვნულმა ერთობამ“ ამომრჩეველთა ხმების 34% მიიღო, მეორე ადგილზე ხმათა 28 პროცენტით ულტრამემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი გავიდა, ემანუელ მაკრონის ბლოკს „ერთად რესპუბლიკისთვის“ კი, ხმა ამომრჩეველთა 21-მა პროცენტმა მისცა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათ ხმების 10% მიიღეს. ვადამდელი არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 7 ივლისს გაიმართება.
