ურეკი ბადრი პატარკაციშვილის სახელობის სპორტულ ფესტივალს მასპინძლობს
მესამე დღეა ურეკში ქველმოქმედის, ბიზნესმენის და ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის სახელობის სპორტულ სანახაობრივი ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიება ბიზნესმენის და ბადრი პატარკაციშვილის მეგობრის, დავით მგელაძის ინიციატივით, სპორტის სამ სახეობაში ტარდება.