საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა ფიქსირდება
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა ფიქსირდება. 12 საათისთვის საარჩევნო ყუთებთან ელექტორატის 25,9% იყო მისული. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს პრეზიდენტმა მაკრონმა და ულტრამემარჯვენეების ლიდერებმა. ემანუელ მაკრონმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მიიღო, რომელზეც მმართველი გუნდი ულტრამემარჯვენეებთან დიდი სხვაობით დამარცხდა.
