საქართველო-ესპანეთის ისტორიული თამაშის ჩვენება დიდ ეკრანზე ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გულშემატკივრებს ისტორიული თამაშის ყურება დიდ ეკრანზე ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ. მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მოეწყობა კვების და მოსასვენებელი სივრცეები.
