მხარდაჭერა ქართველ ფეხბურთელებს
ფეხბურთელების მხარდამჭერ პოსტებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ მატჩში წარმატებებს და გამარჯვებას უსურვებენ. განცხადება გაავრცელა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა და პარტია ხალხის ძალის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
