ბადრი პატარკაციშვილის სახელობის სპორტული სანახაობრივი ფესტივალი
მესამე დღეა ურეკი მასპინძლობს, ცნობილი ქართველი მეცენატის, ბიზნესმენის და ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის სახელობის სპორტულ სანახაობრივი ფესტივალს. ღონისძიება საფეხბურთო მატჩებით გაიხსნა, გუშინ კი ფესტივალში ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეები და კიკბოქსიორები ჩაერთნენ. ტურნირში ჯამში 1000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს.
