ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, აიბი სთაილის პირველი ობიექტი გაიხსნა
ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, აიბი სთაილის პირველი ობიექტი გაიხსნა. სასტუმრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად დაათვალიერა. ახალი სასტუმროს კონცეფცია მთლიანად სპორტულ თემატიკაზეა აგებული. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 15 მილიონ დოლარს შეადგენს. დასაქმდა 50-ზე მეტი ადამიანი.
