ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ქართული თეატრისა და კინოს მუსიკის ახლებური ვერსიები მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა წარმოადგინა მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან ერთად. წლევანდელი ფესტივალი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმისა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
