ლევილის ქართული ფესტივალის მეექვსე კვირა საზეიმოდ დაიწყო
ლევილის ქართული ფესტივალის მეექვსე კვირა საზეიმოდ დაიწყო. საფესტივალო კვირა წალენჯიხის, ლენტეხის, ხარაგაულის, ქობულეთის, ყვარლის, გორის სალოტბარო სკოლების აღსაზრდელების კონცერტით დაიწყო და დღესასწაული ფოლკლორული ანსამბლ „ლალხორის“ მიერ შესრულებული სვანური მრავალ ხმიანობის უნიკალური ნიმუშებითა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტით გაგრძელდა. სტუმრებმა ნახეს ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლი. ხრიდოლის ოსტატებმა სტუმრებს ქართული საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობის საინტერესო ილეთები უჩვენეს.
