თეა წულუკიანმა ძველი კინო სტუდიის ტერიტორიაზე მდებარე მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცის მშენებლობა დაათვალიერა
თეა წულუკიანმა ძველი კინო სტუდიის ტერიტორიაზე მდებარე მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცის მშენებლობა დაათვალიერა. მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე, მუნიციპალური კინო დარბაზითა და საგამოფენო სივრცით, რომელიც მრავალ შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა თაობის ხელოვანებს.
