ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებით, დაბომბვის შედეგად 36 ადამიანია დაშავებული. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. სარაკეტო დარტყმას 7 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო დაწესებულებები და ინფრასტრუქტურა.
