ჯოზეფ ბაიდენი ნიუ იორკში თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დონორებს შეხვდა
ჯოზეფ ბაიდენი ნიუ იორკში თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დონორებს შეხვდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი” ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა შეხვედრაზე დაადასტურა, რომ ტრამპთან დებატებში წარუმატებლობის მიუხედავად, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გააგრძელებს, რადგანაც გამარჯვების იმედი აქვს. „ბლუმბერგს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ბაიდენთან შეხვედრაზე რომელიმე დონორს უარი არ უთქვამს.
