საფრანგეთი ეროვნული ასამბლეის 577 წევრს ირჩევს
საფრანგეთი ეროვნული ასამბლეის 577 წევრს ირჩევს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ორ ტურად იმართება. პირველი ტური დღეს, მეორე კი 7 ივლისს ჩატარდება. პრეზიდენტმა მაკრონმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ევრო პარლამენტის არჩევნების შემდეგ მიიღო, რომელზეც მმართველმა გუნდმა კატასტროფული შედეგი აჩვენა. ცენტრისტულმა კოალიციამ ხმების 15 პროცენტზე ნაკლები მიიღო, მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ კი 30 პროცენტზე მეტი.
