მატჩის ყურება გულშემატკივრებს ქალაქის ცენტრში, დიდ ეკრანზე შეეძლებათ ქუთაისში
სამზადისი მიმდინარეობს ქუთაისში. მატჩის ყურება გულშემატკივრებს ქალაქის ცენტრში, დიდ ეკრანზე შეეძლებათ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამაშის დაწყებამდე გაიმართება სპორტული აქტივობები. 18:00 საათიდან დაუკრავს დიჯეი. შეკრებილების განწყობაზე იზრუნებს ჯგუფი „ოჩოს ქოხი“.
