ისტორიული თამაშის ყურება დიდ ეკრანზე ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გულშემატკივრებს ისტორიული თამაშის ყურება დიდ ეკრანზე ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ. მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე დღის მეორე ნახევარში დაიწყება. მოეწყობა კვების და მოსასვენებელი სივრცეები.
