ევრო 2024-ზე საქართველოს ჰიმნი დღეს მეოთხედ აჟღერდება
ევრო 2024-ზე საქართველოს ჰიმნი დღეს მეოთხედ აჟღერდება. ისტორიული მატჩის დაწყებამდე, საათები რჩება. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე დღეს მერვედ ფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრები იქნება. ჩვენი ქვეყნის გუნდი კონტინენტის პირველობაზე დებიუტანტია, თუმცა ჯგუფიდან გასვლა მოახერხა და საუკეთესო 16 გუნდს შორისაა. ნაკრებმა გუშინ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
