ფესტივალი „საბაობა 2024“
სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბაობა 2024“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, მთავარ ეპისკოპოსმა ეფრემმა სულხან საბა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოეწყო ადგილობრივი ნაწარმისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი.
