საფრანგეთი პარლამენტს ირჩევს
საფრანგეთი პარლამენტს ირჩევს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ორ ტურად იმართება. პირველი ტური დღეს, მეორე კი შვიდ ივლისს ჩატარდება. პრეზიდენტმა მაკრონმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მიიღო, რომელზეც მმართველმა გუნდმა კატასტროფული შედეგი აჩვენა. ცენტრისტულმა კოალიციამ ხმების 15 პროცენტზე ნაკლები მიიღო, მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ კი 30 პროცენტზე მეტი.
