იერუსალიმში პრემიერ-მინისტრ ნეთანია ჰუს რეზიდენციასთან მიმდინარე აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა
იერუსალიმში პრემიერ-მინისტრ ნეთანია ჰუს რეზიდენციასთან მიმდინარე აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას და მძევლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები გაიმართა თელ-ავივშიც.
