ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი
ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი წელს უკვე მესამედ ტარდება. დღეს, ფესტივალი თბილისში დაგეგმილი ღონისძიებით გრძელდება, სადაც გალა-კონცერტზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ქართული თეატრისა და კინოს მუსიკის ახლებურ ვერსიებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი წარმოადგენს მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან ერთად. წლევანდელი ფესტივალი კულტურის, სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმისა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება
