შეერთებული შტატების ქმედებების გამო რუსეთმა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც უნდა დაიწყოს
შეერთებული შტატების ქმედებების გამო რუსეთმა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც უნდა დაიწყოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. კრემლის ლიდერის თქმით, შტატების მიერ საკუთარი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განლაგება რუსეთის შეშფოთებას იწვევს და რეაგირებას საჭიროებს
