ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი „ჯარის ბანაკის“ მეორე როტაციას მასპინძლობს
ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი „ჯარის ბანაკის“ მეორე როტაციას მასპინძლობს. ბანაკში შექმნილია ყველა პირობა, რომ თითოეული მონაწილისთვის ბანაკი იყოს აქტიური, საინტერესო, შემეცნებითი, განსხვავებული და სიახლეებით დატვირთული. საზაფხულო ბანაკის ერთ-ერთ დღეს ეროვნული გმირების სახელობის ოცეულებად გადანაწილებულ ბავშვებს პნევმატური იარაღიდან მიზანში სროლასა და წინაღობათა ზოლის გადალახვაში მოუწიათ ასპარეზობა. დღის მეორე ნახევარი კი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროებთან შეხვედრით გაგრძელდა