ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის დაწესებული ჯილდო მსოფლიო გამოცემების ყურადღების ცენტრშია
ქართული ფეხბურთის შემდეგ, მსოფლიო გამოცემების ყურადღების ცენტრშია ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის დაწესებული ჯილდო. „ბიბისი“-ს, „როიტერ“-ის, „ბილდი“-ს შემდეგ „ეიბისი ნიუსი“ წერს, რომ დებიუტანტი საქართველოს ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობისთვის, უპრეცედენტო პრიზს მიიღებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაკრებს პორტუგალიაზე გამარჯვების შემთხვევაში 30 მილიონ ლარს გადასცემს
