ერთი დღე მატჩამდე
ერთი დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრამდე. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ტურნირის მთავარი სიურპრიზის და სენსაციის ავტორი ქართველები ევროპის სამგზის ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ჩვენი მომავალი მეტოქე ერთადერთი გუნდია მიმდინარე ჩემპიონატზე, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია და ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო. მსოფლიო მედიის დიდი ყურადღებით სარგებლობს ქართველების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, რომელმაც „თოქ სპორტს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, რომ სანიოლი ერთადერთი ფრანგი სპეციალისტია, რომელმაც უცხო ქვეყნის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა
