საქართველო VS ესპანეთი
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ფელბერტში პირველი ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი მერვედფინალისთვის ემზადება. პირველი 15-ი წუთის შემდეგ ჟურნალისტებს მოსამზადებელი ბაზა დაატოვებინეს და მედიისთვის ვარჯიშიც დაიხურა.
