ირაკლი კობახიძე პარლამენტში
პრემიერის მოსმენა კითხვა-პასუხით გაგრძელდა, თუმცა ოპიოზიციის გარეშე, ხელისუფლების ოპონენტებმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასაც ბოიკოტის მიზეზით აირიდეს თავი. სხდომის ამ ნაწილში რამდენიმე სიახლე გამოიკვეთა, მაგალითად, ის, რომ ამნისტიის კანონპროექტი მზადდება, ირაკლი კობახიძემ საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ომში მყოფ უკრაინას მშვიდობა კიდევ ერთხელ უსურვა.
