ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატები - შეფასებები
„იმედგამაცრუებელი და კატასტროფული დებატები, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება“- ასე შეფასდა დასავლურ მედიაში ჯო ბაიდენის დებატები დონალდ ტრამპთან. ამერიკული მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი ტრამპთან დამარცხდა. დემოკრატი ლიდერები პანიკაში არიან და იმასაც განიხილავენ, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტობის კანდიდატი შეცვალონ. ანალიტიკოსების შეფასებით, არც დონალდ ტრამპს ჰქონდა იდეალური გამოსვლა, თუმცა მან თავისი ამომრჩევლის შენარჩუნება შეძლო და მისთვის მნიშვნელოვან თემებზე მტკიცე პოზიციაც წარმოაჩინა. თავად ტრამპის საარჩევნო შტაბში კი ბაიდენის წინააღმდეგ დებატებში გამარჯვება იზეიმეს.
