დაკავება 13 წლის მოზარდის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის მოზარდის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, 28 წლის მამაკაცი დააკავა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანის ფოტოები, სადაც ის შიშველი ჩანდა. სოციალურ ქსელში გაავრცელა. დაზარალებული არასრულწლოვანის მიმართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. დადგინდა ბრალდებულის ვინაობა. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად გაირკვა, რომ მის მობილურ ტელეფონში, 13 წლის მოზარდის და სხვა არასრულწლოვანი გოგონების ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი და ფოტოები ინახებოდა.
