საქართველო 9-11 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს საიუბილეო სამიტში
საქართველო 9-11 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს საიუბილეო სამიტში. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს. ილია დარჩიაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატით დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. სამიტის პროგრამის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
