დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში მოისმინეს
დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში მოისმინეს. სხდომას ოპოზიცია არ ესწრება. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ამას მარტივი მიზეზი აქვს. მისი თქმით, ოპოზიციის მხარეს სიმართლე არ არის. სიტყვით გამოსვლა ირაკლი კობახიძემ დაიწყო მადლობით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების და ნაკრების მწვრთნელის მიმართ, მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. ხაზი გაუსვა ფედერაციის როლს ამ წარმატებაში და ხაზი გაუსვა გულშემატკივრის აქტიურობის მნიშვნელობას. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს დამატებითი მოტავაციისთის. მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა - ეს არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, პრემიერ მინისტრმა ისაუბრა გაზდილ ეკონომიკურ მაჩვენებელზე. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა თითოეული სამინისტროს საქმიანობაზე.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
