ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შესახებ წერს საერთაშორისო მედია
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შესახებ წერს საერთაშორისო მედია. BBC-ის და Reuters-ის სტატიებში, საუბარია ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების დაჯილდოებას გულისხმობს. გამოცემები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაკრებს პორტუგალიაზე გამარჯვების შემდეგ 30 მილიონ ლარს გადასცემს. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის დამარცხების შემთხვევაში კი, ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართველი ფეხბურთელების დაფასება და მხარდაჭერა“ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას.
