ისრაელში ულტრაორთოდოქსმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და უზენაესი სასამართლოს დადგენილება გააპროტესტეს
ისრაელში ულტრაორთოდოქსმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და უზენაესი სასამართლოს დადგენილება გააპროტესტეს, რომელიც მათ სამხედრო სამსახურის გავლას ავალდებულებს. აქციის მონაწილეებმა თელ-ავივის მახლობლად გზატკეცილები გადაკეტეს. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა 32 დემონსტრანტი დააკავეს. ისრაელში მოქმედი კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულოა როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ათწლეულების განმავლობაში გამონაკლისს მხოლოდ ორთოდოქსები წარმოადგენდნენ, თუმცა ამ რეგულაციას მოქმედების ვადა გასულ წელს ამოეწურა.
