უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს, სახელწოდებით „უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები ევროკავშირსა და უკრაინას შორის“ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა, შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე მოაწერეს ხელი. შეთანხმების გაფორმების მხარდაჭერის ფონზე, გაერთიანების წევრებმა უკრაინისთვის, დახმარების სახით, 108 მილიარდი ევროს გამოყოფასაც დაუჭირეს მხარი.
